Thumbnail

ლიონელ მესი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს - ბარსელონა რესტარტისთვის ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას 32 წლის თავდამსხმელს პრობლემა ბარძაყის ოთხთავა კუნთზე აქვს
  • არგენტინელი გუნდისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს
  • კატალონიური კლუბში ფეხბურთელის მდგომარეობაზე ისაუბრეს 

ბარსელონას კაპიტანი ლიონელ მესი გუნდისგან განცალკევებული ვარჯიშობს. მედიაში დაიწერა, რომ 32 წლის არგენტინელ თავდამსხმელს ტრავმა აქვს და ამის გამო შესაძლოა, სეზონის განახლების შემდეგ, ბარსელონას პირველ მატჩში ვერც ითამაშოს. 

მოგვიანებით კატალონიურ კლუბში მესის ტრავმასთან დაკავშირებით განმარტეს და აღნიშნეს, რომ ფეხბურთელს უმნიშვნელო პრობლემა მარჯვენა ფეხის ბარძაყის ოთხთავა კუნთზე აქვს და სავარაუდოდ, გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს ახლო მომავალში დაუბრუნდება. 

"მესის მარჯვენა ფეხზე კვადრიცეპსის მცირე ტრავმა აქვს. პარასკევს მან ინდივიდუალურად ივარჯიშა და სპეციალური ვარჯიშები შეასრულა, რათა კორონავირუსის პაუზის შემდეგ, ბარსელონას პირველი თამაშამდე 8 დღით ადრე, თავიდან არაფრისმომცემი რისკი აერიდებინა. რამდენიმე დღის შემდეგ ის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ გუნდს შეუერთდეს", - ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში. 

როგორც ირკვევა, ლიონელ მესის გარდა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ანსუ ფატიმაც. 

ესპანეთის ჩემპოიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, 11 ივნისს უნდა განახლდეს, მატჩები კი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. 13 ივნისს დაგეგმილ 28-ე ტურის შეხვედრაში, ბარსელონა სტუმრად მალიორკას ეთამაშება.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა, რომელსაც 58 ქულა აქვს და 2 ქულით უსწრებს მადრიდის რეალს. კატალონიური გუნდის კაპიტანმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში ითამაშა და 19 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები