Thumbnail

'საქართველოს 6 ერში ჩართვით არაფერი შეიცვლება' - ინგლისური რაგბის შეფი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რაგბი ფეხბურთი არაა, შესაბამისი დონის მე-2 დივიზიონი არ გვაქვს'
  • ბილ სვინი ირლანდიელი კოლეგის აზრს ლამის სიტყვასიტყვით იმეორებს 

ინგლისის რაგბის კავშირის (RFU) აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ სვინიმ 6 ერში გავარდნა-აღზევების თაობაზე კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრებიც ახსენა, თუმცა, ამჯერადაც არცთუ დადებით კონტექსტში. ინგლისელი ჩინოვნიკი იმ ადამიანების რიგში რჩება, რომლებიც ბორჯღალოსნების 6 ერში ჩართვას სკეპტიკურად უყურებენ.

“რაგბში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, როგორც – ფეხბურთში, სადაც შესაბამისი დონის მე-2 დივიზიონი არსებობს და იქ საუკეთესო ელიტაში უმტკივნეულოდ გადმოდის. ევროპულ რაგბში ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. თუკი იტალიას საქართველოთი ჩავანაცვლებთ, ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება. ძალთა განლაგების მიხედვით იგივე სიტუაცია გვექნება. ჩემი აზრით, უფრო მართებული მსოფლიო რაგბის გრძელვადიანი განზრახვაა, რომ ე.წ. მეორე დონის ქვეყნები ნელ-ნელა განვითარდნენ. საინტერესოა გლობალური კალენდრის იდეაც, თუკი პირველი და მეორე რანგის ნაკრებები ერთ ტურნირში ჩართვას მოახერხებენ, ეს, შედარებით სუსტ გუნდებს წინსვლის საშუალებას მისცემთ”.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ამავე თემაზე კომენტარი ირლანდიის რაგბის კავშირის (IRFU) აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა გააკეთა და მისი პათოსიც იდენტური იყო: “წლების განმავლობაში გვესმის საქართველოს შესახებ, როგორც იტალიის ალტერნატივაზე ექვს ერში. იტალიამ საქართველოს რამდენჯერმე მოუგო. არა მგონია, რომ საქართველომ ტურნირს მეტი მისცეს, ვიდრე იტალიამ”.

საუბარი საქართველოს ნაკრების 6 ერში შესაძლო დამატებაზე არაერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა, საქმე წინ არ იძვრის. ელიტიდან ბოლო გუნდის გავარდნას განსაკუთრებით იტალია ეწინააღმდეგება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ტურნირში ბოლო ადგილზე გადის. თუმცა, მარტო აპენინელთა აზრი ვერაფერს გადაწყვეტდა, ჩაკეტილი ტურნირის სხცა წევრებიც იგივე პოზიციაზე რომ არ იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები