Thumbnail
  • ესპანეთის ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება
  • ფრანგს მაყურებლის გარეშე თამაში ეუცნაურება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ლა ლიგა მარტის შუა რიცხვების შემდეგ დროებით შეჩერებულია. ოფიციალურად, ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება, თუმცა გულშემატკივრის გარეშე. შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ლა ლიგა იქნება მეორე, რომელიც პანდემიის შემდეგ განახლდება. პირველი ბუნდესლიგა იყო. გერმანიის ჩემპიონატი 65-დღიანი პაუზის შემდეგ მაისში დაბრუნდა და შეხვედრები მაყურებლის გარეშე იმართება.

უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში ბევრ მოთამაშეს არ იზიდავს და უცანურად ეჩვენება, მათ შორის ბარსელონას შემტევ ანტუან გრიზმანს. მას არ მოსწონს ფანების გარეშე თამაში და ის ფაქტი, რომ მოედანზე ყველაფერი ისმის.

"ეს ძალიან უცნაური იქნება. ვნახე, რომ გერმანიაში გულშემატკივრის მაგივრად ტრიბუნებზე მათი ფოტოები განათავსეს, რაც ძალიან უცნაურია. ასევე მოედანზე ყველაფერი ისმის და ეს არ მომწონს. ჩვენ ლა ლიგაში 11 თამაში გვაქვს ჩასატარებელი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაა, თუმცა მათ კიდევ არ იციან, ეს როგორ უნდა მოხდეს", - განაცხადა ფრანგმა.

29 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბარსელონა ლა ლიგაში პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას 14 ივნისს, სტუმრად მალიორკას წინააღდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები