Thumbnail

ტონალი ინტერს დათანხმდა - ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სანდრო ტონალის მიმართ ბარსელონა და პსჟ იჩენდნენ ინტერესს
  • ბრეშას ნახევარმცველს მხოლოდ იტალიაში სურს თამაში

სქაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რიმ სანდრო ტონალი ინტერში გააგრძელებს კარიერას. ბრეშას 20 წლის ნახევარმცველმა უკვე განაცხადა თანხმობა, რომ მომავალი სეზონიდან მილანური გუნდის ღირსება დაიცვას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას გადაიხდის ინტერი ტონალის სანაცვლოდ, მაგრამ უახლოეს დღეებში საგანგებო შეხვედრა შედგება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ტონალის მიმართ ბარსელონა და პსჟ იჩენდნენ ინტერესს, მაგრამ ფეხბურთელს იტალიიდან წასვლა არ უნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბარსელონა მზად იყო სანდროს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ფეხბურთელს მხოლოდ იტალიაში სურს თამაში.

სანდრო ტონალიმ სერია A-ს შეწყვეტილი გათამაშების 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. სანდრო საყრდენი ნახევარმცველია და იტალიაში მას ახალ ანდრეა პირლოს ეძახიან.

კომენტარები

ბოლო ამბები