Thumbnail

სანვულვზმა ქართველი მორაგბე დაიმატა - კიდევ ერთი ბორჯღალოსანი სუპერ რაგბიში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი მორაგბის ტრანსფერი - PRO D2-დან სუპერ რაგბიში.
  • ნიკოლოზ ხატიაშვილი მეორე ქართველია, რომელიც სუპერ რაგბიში ითამაშებს.

ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი კარიერას იაპონურ სანვულვზში გააგრძელებს. ხატიაშვილმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველო მორაგბეს თანამემამულე ჯაბა ბრეგვაძესთან ერთად მოუწევს სანვულვზის რიგებში თამაში.

სუპერ რაგბიმდე ხატიაშვილი ორიაკის ღირსებას იცავდა, სადაც მერაბ შარიქაძესთან და გიორგი ცუცქირიძესთან ერთად თამაშობდა. ხატიაშვილს ეროვნული ნაკრების კვართით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს მან არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

სანვულვზმა სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში დამარცხდა.

ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი სუპერ რაგბიში - ჯაბა შოტა ჰორის ნაცვლად შევიდა
► ორიაკში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

კომენტარები

ბოლო ამბები