Thumbnail

NBA დისნეილენდში! კლუბები სეზონის განახლებაზე შეთანხმდნენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

NBA-ს ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, 2019/20 წლების სეზონის განახლების შესახებ. ამას ESPN-ის ცნობილი ექსპერტი ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება...

როგორც ჩანს, რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზა მალე დასრულდება. ვოინაროვსკი ამტკიცებს, რომ უკვე შეთანხმებულია კლუბების მფლობელებთან - NBA-ს 22 კლუბი ბრძოლას ერთ ქალაქში გააგრძელებს.

Athletic-ის შემს შარანია წერს, რომ შეთანხმებულია სეზონის დასრულების ლოკაციაც - ორლანდოს Disney World. ეს ყველაფერი NBA ვიდეოკონფერენციაზე ოფიციალურად პარასკევს დამტკიცდება.

ლიგას სურს, რომ სეზონი 31 ივლისს განახლდეს, NBA-ს 30 კლუბიდან სეზონს 22 აგრძელებს. იმ 16 კლუბს, რომლებიც მიმდინარე ცხრილით ეკუთვნით პლეი ოფი, ემატება ნიუ ორლეანი, პორტლენდი, საკრამენტო, სან ანტონიო, ფინიქსი და ვაშინგტონი. 

რეგულარულ სეზონში გუნდები 8-8 მატჩს ითამაშებენ. გათვალისწინებულია მინი ტურნირი კონფერენციაში მე-8 საგზურისთვის. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, NBA-ს სეზონი 13 მარტს შეწყდა. გოგა ბითაძის ინდიანა იმ 22 გუნდშია, რომლებიც სეზონს განაახლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები