Thumbnail
  • 📅 5 ივნისი | ⌚ 22:30 | ⚽ ფრაიბურგი V გლადბახი
  • პირველ წრეში გლადბახმა ფრაიბურგს შინ 4:2 მოუგო
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. რიგით 30-ე ტური ტრადიციული პარასკევის მატჩით იწყება, რომელშიც მიონხენგლადბახის ბორუსია თავის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეტოქეს, ფრაიბურგს ესტუმრება.

ფრაიბურგში ლევერკუზენთან მარცხი (0:1) ძალიან განიცადეს, ახლა კი ბრაისგაუში ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი ჩადის. ბორუსიასთვის ფრაიბურგი განსაკუთრებით საშიში მეტოქე იმის გამოა, რომ მიონხენგლადბახელებს ფრაიბურგში 2003 წლის შემდეგ არ მოუგიათ - 13-ჯერ ესტუმრა, 2 ფრეს მიაღწია და 11-ჯერ დამარცხდა.

თუ გლადბახს საუკეთესო ოთხეულში ადგილის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, ფრაიბურგს უნდა მოუგოს, მაგრამ თავის მხრივ, კრისტიან შტრაიხის გუნდიც ოცნებობს ევროსარბიელზე - ოღონდ მხოლოდ ევროპალიგაზე, რომლის ზონას ფრაი ახლა 4 ქულით ჩამორჩება.

ბუნდესლიგის 30-ე ტური შაბათს გაგრძელდება და კვირას დასრულდება. ტოპ-მატჩი უდავოდ ლევერკუზენისა და ბაიერნის დაპირისპირებაა - რეკორდმაისტერი ჩემპიონობისკენ მიიწევს და დორტმუნდში ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ დამუხრუჭდება.

მესამეადგილოსანი ლაიპციგი პადერბორნს მიიღებს და ალბათ უფრო მიაახლოვებს მეორე ბუნდესლიგას. ძალიან საინტერესო იქნება დორტმუნდის ბორუსიას და ჰერტას მატჩი - როგორც იცით, ბერლინელები ბრუნო ლაბადიას ხელში ჯერაც დაუმარცხებლები არიან. კვირას სამი თამაშია და აქედან ყველაზე დიდ ინტერესს ვერდერისა და ვოლფსბურგის დაპირისპირება იწვევს.

რაც შეეხება პარასკევის მატჩის საინტერესო ფაქტებს იმისათვის, რომ ფსონის დადება გაგიადვილდეთ:

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდებს შორის ბოლო 3 დუელში (მათ შორის ამხანაგურები) პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მატჩი კი გლადბახმა მოიგო. 

⚽ ფრაიბურგმა გლადბახთან ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.

⚽ ბუნდესლიგაში გლადბახის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ბუნდესლიგაში ფრაიბურგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ თუმცა გლადბახის წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ფრაიბურგის მატჩებში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ გლადბახმა ფრაიბურგს ბოლო სამ თამაშში (ყველა ტურნირზე) მინიმუმ 2-2 გოლი გაუტანა.

⚽ გლადბახს ბუნდესლიგაში სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ 5-დან 4-ში 3,5-ზე მეტი გოლი გავიდა და ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ფრაიბურგმა 2020 წელს ბუნდესლიგაში 12 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 მოიგო (3 მოგება, 3 ფრე, 6 მარცხი). აღსანიშნავია, რომ ბრაისგაუელებმა ექვსივე თამაში მშრალი ანგარიშით წააგეს. 

⚽ რესტარტის შემდეგ ფრაიბურგს ჯერ კიდევ არ მოუგია - 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 2 წააგო და ორივე შინ, 0:1.

⚽ საკუთარ მოედანზე ბოლო 4 წაგებულ მატჩში (სულ 6-დან) ფრაიბურგს გოლი არ გაუტანია.

⚽ 10 საშინაო მატჩია, ფრაიბურგს ფრე არ უთამაშია - 5 მოიგო, 5 წააგო. ხუთივე მოგებულ მატჩში ფრაი ანგარიშს ხსნიდა და ხუთივე წაგებულში პირველი გოლი მეტოქეს გაჰქონდა.

⚽ გლადბახმა უმაყურებლოდ უკვე 5 თამაში ჩაატარა (ერთი რესტარტამდე) და 3 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი). ამ ხუთიდან 4 მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა და ოთხივეში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ ფრაიბურგის თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა ამ სეზონში 9 გოლი გაიტანა და აქედან 6 მეორე ტაიმში აქვს გატანილი.

⚽ გლადბახის თავდამსხმელ მარკუს ტიურამს ბუნდესლიგის ბოლო 4 მატჩში ჯამში 4 გოლი აქვს გატანილი. 

⚽ გლადბახმა 7 მოიგო ბუნდესლიგის ისეთი 8 მატჩიდან, რომელშიც ტიურამმა გოლის გატანა შეძლო.

⚽ ფრაიბურგის 14 საშინაო მატჩიდან 8-ში ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი, ლაინარტი, ჰაინტცი, გიუნტერი - რ. კოხი, ჰიოფლერი - შმიდი, ვალდშმიდტი, გრიფო - პეტერსენი.
ტრავმა: გულდე, კათი, რავე
დისკვალიფიკაცია: არავინ

გლადბახი (4-2-1-3): ზომერი - ლაინერი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ჰოფმანი, ნოიჰაუსი - შტინდლი - ჰერმანი, პლეა, ტიურამი.
ტრავმა: ემბოლო, ჯონსონი, შტრობლი, ზაკარია
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები