Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ინგლისს დაუპირისპირდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.
  • თბილისს ინგლისის ფუტსალის ნაკრები ეწვევა. 

4-5 აპრილს საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 

ორივე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, დასწრება კი თავისუფალია

ინგლისის ეროვნული გუნდი ევრო 2018-ის შესარჩევ ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და D ჯგუფში ალბანეთის, ბულგარეთის და მალტის ნაკრებებს დაუპირისპირდა. 3 მატჩიდან ინგლისელებმა 2 მოიგეს, თუმცა ლიდერ ალბანეთს 3 ქულით ჩამორჩნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები