Thumbnail

ხუთი ცვლილება პრემიერლიგაშიც - ინგლისში ახალი წესი დაამტკიცეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

პრემიერლიგის კლუბებმა დაამტკიცეს ახალი წესი, რომლის თანახმადაც 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე თამაშში სამის ნაცვლად 5 შეცვლის გაკეთება შეიძლება...

ინგლისის პრემიერლიგა სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ 17 ივნისს განახლდება. მართალია, ხუთი შეცვლა დაშვებულია, მაგრამ მატჩის განმავლობაში გუნდს შეუძლია სამჯერ მიმართოს ცვლილებას. ეს იმიტომ, რომ მატჩი უაზროდ არ გაიწელოს. პრემიერლიგის კლუბებს 7-ის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე 9 ფეხბურთელის ყოლის უფლება მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ ფიფას რეკომენდაციით, თამაშში ცვლილებების რაოდენობა დროებით გაიზარდა, რადგან ტურნირები შემჭიდროებულ გრაფიკში უნდა ჩამთავრდეს, რაც უფრო დიდ რესურსს მოითხოვს და ტრავმის ალბათობაც იზრდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები