Thumbnail

რაულისთვის ადგილი არ არის! იკერ კასილიასმა რეალის საუკეთესოები დაასახელა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იკერ კასილიასს ტოპ 3-ის დასახელება თხოვეს, მაგრამ მხოლოდ ორი გამოარჩია
  • ლეგენდარულმა მეკარემ საუკეთესოებში რაულ გონსალეს ბლანკო არ შეიყვანა

იკერ კასილიასმა ჟურნალისტებთან საუბრისას მადრიდის რეალის ყველა დროის ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლეგენდარულ მეკარეს ტოპ 3-ის დასახელება თხოვეს, მაგრამ მხოლოდ ორი ფეხბურთელი გამოარჩია.

“სამი ფეხბურთელის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ორი შემიძლია გამოვარჩიო. ერთი ალფრედო დი სტეფანოა და მეორე კრიშტიანო რონალდო. რეალში ბევრ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ისინი საუკეთესოები არიან,” - განაცხადა იკერ კასილასმა.

ალფრედო დი სტეფანო რეალში 1953-1964 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში, გუნდთან ერთად 18 ტიტული მოიგო: 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 5-ჯერ ჩემპიონთა თასი. რონალდო მადრიდულ გუნდში 2009-2018 წლებში თამაშობდა და 15 ტიტული მოიგო: 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. აღსანიშნავია, რომ იკერ კასილასმა საუკეთესოებში რაულ გონსალეს ბლანკო არ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტური პარასკევს, ფრაიბურგისა და გლადბახის მატჩით იწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენის და ბაიერნის დაპირისპირებაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები