Thumbnail
  • ფრანკფურტში დაადასტურეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობა სურთ
  • ბლიც-ტურნირისთვის კიდევ 4 ახლოს მდებარე სტადიონია საჭირო
  • მასპინძლობისთვის პორტუგალია და რუსეთიც იბრძვიან

ქალაქმა ფრანკფურტმა ოფიციალურად დაადასტურა ინტერესი, რომ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებს უმასპინძლოს მეოთხედფინალიდან ფინალის ჩათვლით. როგორც იცით, უეფაში სეზონის ბლიც-ტურნირით დასრულებაზე ფიქრობენ, რომელიც ერთ ქალაქში უნდა ჩატარდეს და ეს ქალაქი სტაბოლი არ იქნება. ბლიც-ტურნირი იმას გულისხმობს, რომ მეოთხედფინალიდან ფინალის ჩათვლით წყვილები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან - როგორც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის შესაძლო ბლიც-ტურნირით დასრულება აგვისტოში იგეგმება. ქალაქ ფრანკფურტის სპორტის ხელმძღვანელმა მარკუს ფრანკმა დაადასტურა, რომ ფრანკფურტს მასპინძლობა სურს: “ფრანკფურტი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ მატჩებს მაყურებლები ვერ დაესწრებიან, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგა ჩვენთან დასრულდეს.” - განაცხადა მან. რომ არა კორონავირუსის პანდემია, ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის ფინალი გასულ შაბათს, სტამბოლში უნდა გამართულიყო.

პანდემიის გამო შეწყვეტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი მდგომარეობაა: პსჟ, ატლეტიკო, ლაიპციგი და ატალანტა მეოთხედფინალში არიან. 

ჩასატარებელია მერვედფინალის ეს საპასუხო მატჩები:

► ბაიერნი V ჩელსი (პირველი მატჩი ლონდონში ბაიერნმა 3:0 მოიგო)
► ბარსელონა V ნაპოლი (პირველი მატჩი 1:1)
► იუვენტუსი V ლიონი (პირველი მატჩი ლიონმა 1:0 მოიგო)
► მანჩესტერ სიტი V რეალი (პირველ მატჩი სიტიმ 2:1 მოიგო)

ბლიც-ტურნირის მასპინძელმა ქალაქმა კიდევ 4 ახლოს მდებარე სტადიონი უნდა გამოყოს, რადგან 4 მეოთხედფინალი, 2 ნახევარფინალი და ფინალი 10 დღეში უნდა ჩატარდეს. ფრანკფურტთან ერთად განიხილება მაინცის სტადიონი, ჰოფენჰაიმის სტადიონი ზინსაიმში და ასევე შედარებით პატარა არენები დარმშტადტსა და ვისბადენში. ‘ბილდის’ ინფორმაციით, ფრანკფურტის კონკურენტები ლისაბონი და მოსკოვი იქნებიან, თუმცა კორონავირუსის ყველაზე კარგი სტატისტიკის გამო, ფავორიტი გერმანია და ფრანკფურტი უნდა იყოს. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ივნისს უნდა მიიღოს.

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტური პარასკევს, ფრაიბურგისა და გლადბახის მატჩით იწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენის და ბაიერნის დაპირისპირებაა, რომელიც შაბათს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები