Thumbnail

'მადლობა 6 სეზონისთვის' - ბორჯღალოსნების კაპიტანი უკლუბოდ დარჩა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 27 წლის ქართველი მორაგბე მერაბ შარიქაძე ფრანგულ ორიაკს დაემშვიდობა
  • თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი ლიდერი, უცნობია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ფრანგულ ორიაკს დაემშვიდობა. ცნობა იმის შესახებ, რომ 27 წლის ბორჯღალოსანი PRO D2-ის კლუბიდან მიდიოდა, დაახლოებით 1 თვის წინ გავრცელდა, ახლა კი, ორიაკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

“საქართველოს ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს ორიაკის რიგებში გატარებული 6 სეზონისთვის მადლობას ვუხდით. სამომავლოდ, მას წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ”.

შეგახსენებთ, რომ შარიქაძე ფრანგული კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა, თუმცა, ტრავმების გამო საკმაო პერიოდი გაუცდა და ჯამში, მხოლოდ 77 მატჩის ჩატარება მოახერხა, აქტივში კი 9 ლელო აქვს.

ორიაკში გადასვლამდე, მერაბი ერთი სეზონი ფრანგულსავე ბურგ-ენ-ბრესში თამაშობდა, პროფესიული კარიერის დაწყებამდე კი, ინგლისში ჰარტპერის კოლეჯში ვარჯიშობდა და გლოსტერის 19-წლამდელთა გუნდშიც მოხვდა.

თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსანთა შუამარბი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები