Thumbnail

'კობი ხელშეუხებელია' - ვანდალები ბრაიანტის პატივისცემას ინარჩუნებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პროტესტანტებმა კობის გრაფიტების გარდა, ფაქტობრივად, ყველაფერი გადაღებეს
  • აღნიშნულს ბრაიანტის მეუღლე გამოეხმაურა და მათ მადლობა გადაუხადა

აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები უკვე დიდი ხანია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. სხვადასხვა ჯგუფები მასობრივად სჩადიან დანაშაულს და ამას, ადამიანთა უფლებების დაცვასთან საერთო აღარაფერი აქვს. სხვადასხვა ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობას გარე ფასადების დაზიანება და კედლებზე გარკვეული მოწოდებების დატანა, თუმცა, არის ერთი რამ, რასაც არავინა შეხებია.

საუბარია კობი ბრაიანტის გრაფიტებზე, რომელსაც ფაქტობრივად ყველა ქალაქში შეხვდებით. მაგალითად, იგივე ლოს ანჯელესში თითქმის ყველა კედელი გადაღებეს, ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ფოტოები კი არავის დაუზიანებია. შეგახსენებთ, რომ კობი და 13 წლის ჯანა 26 იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ და კალათბურთის ქომაგებს ეს ტკვილი დღემდე არ განელებიათ.

აღნიშნულ ამბავს ბარიანტის მეუღლე ვანესაც გამოეხმაურა და ერთ-ერთ ხელუხლებელ გრაფიტს ასეთი მინაწერი დაურთო: “მათ იციან, რომ კობი ხელშეუხებელია”.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები