Thumbnail

კარიმ და ტომპსონმაც ჩაიმუხლეს - გოლდენ სტეიტი საპროტესტო აქციაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დემონსტრაციაზე NBA-ს გრანდის 5 კალათბურთელი გამოჩნდა
  • შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა

აშშ-ში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მინეაპოლისში პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით არის გამოწვეული. მათში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

ამჯერად, ყურადღების ცენტრში გოლდენ სტეიტ უორიორსის კალათბურთელები მოექცნენ. დემონსტრაციაში მონაწილეობა სტეფ კარიმ, კლეი ტომპსონმა, კევონ ლუნიმ, ხუან ტოსკანო-ანდერსონმა და დემიონ ლიმ მიიღეს.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტოები, სადაც ცალ მუხლზე მდგარი კარისა და ტომპსონი არიან ასახულნი. ცნობისთვის, ეს ჟესტი პოპულარული ამერიკელ სპორტსმენებში იყო 2016-17 წლებში, როდესაც ისინი ყურადღებას სამართალდამცველების მიერ რასისტული ხასიათის დარღვევებზე ამახვილებდნენ. პირველად ამგვარად ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკი მოიქცა, რომელიც ერთ-ერთი მატჩის წინ შესრულებული აშშ-ის ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები