Thumbnail

როდის ჩატარდება ისტორიული ტესტი სამხრეთ აფრიკასთან - სავარაუდო თარიღი ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The South African-ის ინფორმაციით, ივლისში ჩასატარებელი ტესტები, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება...

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ივლისის ტესტები მთელს მსოფლიოში გადადო, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია. მედია ამტკიცებს, რომ ყველა ტესტი ვეღარ გაიმართება, ზოგიერთს გაუქმება მოუწევს. სამხრეთაფრიკული წყაროს ცნობით, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ვიზიტი (2 მატჩი შოტლანდიასთან, 1 "ბორჯღალოსნებთან") სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩატარდება. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მოქმედი ჩემპიონია, გუნდმა 2019 წელს იაპონიაში მსოფლიოს თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები