Thumbnail
  • მანჩესტერ სიტის ევროტურნირებზე 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება
  • კლუბის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ვარსკვლავებს დაკარგავს

მანჩესტერ სიტი თებერვალში სერიოზული ფინანსური დარღვევების გამო ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთეს. ინგლისური კლუბი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა შეიცვლება თუ არა ის, რთული სათქმელია.

"ქალაქელების" ხელმძღვანელობაში შიშობენ, რომ თუ აკრძალვა გასაჩივრების შემდეგაც ძალაში დარჩება, კლუბი ფეხბურთელებს დაკარგავს, მათ შორის, ვარკვლავებსაც. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე კი რაჰიმ სტერლინგია.

The Independent-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სიტის ევროტურნირებიდნ მოკვეთენ და სტერლინგი კლუბის შეცვლა დააპირებს, მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისელი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.

"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა არ აის დარწმუნებული, რომ 25 წლის ფეხბურთელის დამატებას შეძლებს, თუმცა მაინც ცდის. რაჰიმი საკმაოდ ძვირი ღირს და ეყოფა თუ არა იუნაიტედს რაჰიმის შესაძენად თანხა, რთული სათქმელია.

მოკრძალებული სატრანსფერო სახსრების გარდა, მანჩესტერს სხვა პრობლემაც ააქვს. რაჰიმ სტერლინგით მადრიდის რეალიც ინტერესდება, რომელიც მისი დამატების შანს ხელიდან არ გაუშვებს.

სტერლინგს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფულამდე აკავშირებს. რაჰიმს პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 24 შეხვედრა აქვს გამართული, სადაც თავი 11 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები