Thumbnail
  • ლუსიენ ვაფრთან დამშვიდობება ბაიერნთან მარცხის შემდეგ გადაწყდა
  • ბორუსია მის ჩანაცვლებას ავსტრიული ზალცბურგის თავკაცით აპირებს

დორტმუნდის ბორუსიას მთავარ მწვრთნელს ლუსიენ ფავრს გერმანულ გუნდში დიდი დღე აღარ უწერია და მისი შესაძლო შემცვლელის ვინაობაც ცნობილია. ამ ინფორმაციას Sportbild ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის განახლების შემდეგ დორტმუნდელებმა უმთავრეს კონკურენტ მიუნხენის ბაიერნთან წააგეს და ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. შვეიცარიელ სპეციალისტს ახლა არ გაუშვებენ, თუმცა, გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში მასთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ იგეგმება.

თუკი არაფერი შეიცვალა, ფავრის შემცვლელად 46 წლის ჯესი მარშის მიწვევა იგეგმება, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან ავსტრიულ ზალცბურგში მუშაობს და საკმაოდ წარმატებითაც. ამერიკელი მწვრთნელი გერმანულ ენას კარგად ფლობს და ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს: გასულ წლამდე, ის ლაიპციგში რალფ რანგნიკის თანაშემწე გახლდათ.

გერმანიასა და ავსტრიაში მოღვაწეობამდე, მარში აშშ-სა და კანადაშიც მუშაობდა. მაისის ბოლოს, მისმა დარიგებულმა ზალცბურგმა ავსტრიის თასი მოიგო, ეროვნულ ჩემპიონატში კი პირველ ადგილზე იმყოფება და ოქროს მედლების უმთავრესი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები