Thumbnail

რანგნიკმა სია ჩამოწერა – გერმანელს მილანში 5 ფეხბურთელი მიჰყავს

  • რალფი აღნიშნულის თაობაზე იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა
  • გერმანელი მწვრთნელის სიაში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი მადრიდის რეალიდანაა

61 წლის გერმანელმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა, რომელიც იტალიური მილანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება, სასურველი ფეხბურთელების სია ჩამოწერა.

Milan News-ის ცნობით, რანგნიკს 5 ფეხბურთელის ყიდვა სურს და ამის თაობაზე უკვე ესაუბრა მილანის აღმასრულებელ დირექტორს – ივან გაზიდისსა და კლუბის მფლობელ პოლ სინგერს.

გერმანელის სიაში ფიორენტინას მცველი ნიკოლა მილენკოვიჩი, პსვ-ს მცველი დენზელ დუმფრისი, ბენფიკას ნახევარმცველი ფლორენტინ ლუიში, ზალცბურგის გარემარბი დომინიკ სობოსლაი და რეალის ფორვარდი ლუკა იოვიჩი შედიან.

გერმანელ მწვრთნელს მილანში ლუკა იოვიჩის ხილვა სურს

ადრე გახდა ცნობილი, რომ რანგნიკი მილანში დანიშვნის შემთხვევაში, თანაშემწეებად არიედო ბრაიდასა და გუნდის ყოფილი მცველის – დანიელე ბონერას მიწვევას აპირებს.

იტალიაში რამდენიმე თვეა არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ კრიზისში მყოფი მილანი სწორედ გერმანელმა უნდა ჩაიბაროს, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახდება და სპორტული დირექტორიც. რანგნიკი ბოლოს ლაიპციგის მწვრთნელი იყო, მანამდე კი, შტუტგარტში, ჰანოვერში, შალკესა და ჰოფენჰაიმშიც უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები