Thumbnail
  • გლდაბახის 22 წლის ცენტრფორვარდმა ტურინელთა ყურადღებაც მიიპყრო
  • იტალიურ კლუბში თავის დროზე მარკუსის მამა, ლილიანი გამოდიოდა  
  • აგენტმა მინო რაიოლამ ტრანსფერი შესაძლოა ამ ზაფხულსვე განახორციელოს  

მიონხენგლადბახის ბორუსიას თავდამსხმელი მარკუს ტიურამი შესაძლოა, მამის გზას დაადგეს და ტურინის იუვენტუსში გადავიდეს. ფრანგული მედიის ცნობით, იტალიური კლუბი 22 წლის ფორვარდით დაინტერესებულია და განსაკუთრებით აქტიურობს.

მარკუსის მამას, ლილიანს იუვენტუსში 140-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

მარკუს ტიურამი, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველის, ლილიან ტიურამის ვაჟია, მიმდინარე სეზონში ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ცენტრფორვარდმა, რომელსაც გარემარბის პოზიციებზეც შეუძლია თამაში, ბუნდესლიგის 29 მატჩში 10 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა და არაერთი კლუბის ყურადღება დაიმსახურა. 

ცნობილია, რომ გლადბახის ახალგაზრდა ვარსკვლავით, რომელსაც გერმანულ კლუბში 2019 წლის ზაფხულში, გენგამიდან გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ლივერპული, ინტერი, რომა და ფიორენტინაც ინტერესდებიან, თუმცა იუვენტუსი განსაკუთრებით მოწადინებულია და უდიდესი პოტენციალის მქონე ფორვარდში არც 25 მილიონ ევრომდე თანხის გადახდა ენანება. მარკუსის აგენტი მინო რაიოლაა, რომელმაც ეს ტრასნფერი შესაძლოა ზაფხულშივე გაახერხოს.

მარკუსის მამა, ლილიან ტიურამი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2001-06 წლებში იცავდა და მასთან ერთად იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, კიდევ ორი სკუდეტო კი კალჩოპოლის სკანდალის გამო გაუუქმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები