Thumbnail

რვათა ფინალი ლისაბონში? - უეფა ევროთასებს გამარტივებული ფორმატით დაასრულებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა ლისაბონში "რვათა ფინალის" ფორმატში დასრულდება...

ესპანური გამოცემა დარწმუნებულია, რომ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლში არ გაიმართება. ორივე ტურნირის 1/4 ფინალები (ერთმატჩიან ფორმატში) გაიმართება, შემდეგ ნახევარფინალები და ფინალები. 

ლისაბონის გარდა სავარაუდო მასპინძლად უეფა მიუნხენსა და მადრიდსაც განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას აღმასკომი 17 ივნისს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ევროთასები კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო შეწყდა. ჩემპიონთა ლიგაში ასეთი მდგომარეობაა: პსჟ, ატლეტიკო, ლაიპციგი და ატალანტა მეოთხედფინალში არიან.

ჩასატარებელია მერვედფინალის ეს საპასუხო მატჩები:

► ბაიერნი V ჩელსი (პირველი მატჩი ლონდონში ბაიერნმა 3:0 მოიგო)
► ბარსელონა V ნაპოლი (პირველი მატჩი 1:1)
► იუვენტუსი V ლიონი (პირველი მატჩი ლიონმა 1:0 მოიგო)
► მანჩესტერ სიტი V რეალი (პირველ მატჩი სიტიმ 2:1 მოიგო)

ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, სავარაუდოდ ბენფიკას სტადიონი "და ლუჟი" უმასპინძლებს, ხოლო ევროპალიგის მატჩებს - სპორტინგის "ჟოზე ალვალადე".

კომენტარები

ბოლო ამბები