Thumbnail
  • ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივისცემისთვის ფეხბურთელებს არ დააჯარიმებენ
  • ამერიკაში მომხდარისადმი პროტესტი დორტმუნდის ჯეიდონ სანჩომაც გამოხატა

მინიაპოლისში პოლიციელის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის საპატივცემულოდ გოლის აღნიშვნისთვის ფეხბურთელებს ნუ დასჯიან, ამას ფიფა ითხოვს...

ფიფა ტურნირების ორგანიზატორებს მოუწოდებს, ისარგებლონ "საღი აზრით" და თავი შეიკავონ ფეხბურთელების დასჯისგან.

გერმანიაში ამ უქმეებზე ბევრმა ფეხბურთელმა გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის საპატივცემულოდ აღნიშნა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გადაწყვიტა, შეისწავლოს ეს საქმეები. სწორედ ამას გამოეხმაურა ფიფა. 

დორტმუნდის ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩო გოლის აღნიშვნისას ყვითელი ბარათით დაისაჯა. მან მაისურა გაიძრო და გამოაჩინა წარწერა, რომელიც ჯორჯ ფლოიდს ეძღვნება - Justice for George Floyd.

შალკეს ამერიკელ ლეგიონერს ვესტონ მაკენის სამკლაური ეკეთა ანალოგიური წარწერით, ხოლო გლადბახის ფორვარდმა მარკუს ტიურამმა გოლის აღნიშნვნისას ცალ მუხლზე დაიჩოქა. ამასათან, ფიფას მიაჩნია, რომ ფეხბურთი კვლავ შორს უნდა დარჩეს "პოლიტიკური სახის მესიჯებისგან".  

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

 

კომენტარები

ბოლო ამბები