Thumbnail

მაიკ ტაისონი კრივის ყველა დროის TOP 10-ში არ შეიყვანეს

  • Bpxrec-მა ისტორიაში უდიდესი მოკრივეები დაასახელა
  • მაიკ ტაისონი საუკეთესო ათეულში არ მოახვედრეს
  • მუჰამედ ალი მხოლოდ მე-4 ადგილზეა

კრივის პოპულარულმა პორტალმა Boxrec-მა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეების ათეული შეადგინა და ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან სპორტის ამ სახეობის ისტორიაში საუკეთესო 10 მოკრივეს შორის მაიკ ტაისონის ადგილი არ აღმოჩნდა! 

წაიკითხეხულიგანი, რომელიც ვერ გახდა მეფე - რკინის მაიკის ტრაგედია

პირველ ადგილზე ფლოიდ მეივეზერია, რომელსაც 50 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 53 წლის ტაისონმა განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნება და საჩვენებელი ბრძოლების გამართვა სურს.

TOP 10 უდიდესი მოკრივე ისტორიაში (Boxrec-ის ვერსია)

1. ფლოიდ მეივეზერი - 50 გამარჯვება, 0 მარცხი, 0 ფრე
2. მენი პაკიაო - 62-7-2
3. კარლოს მონსონი - 87-3-9
4. მუჰამედ ალი - 56-5-0
5. შუგარ რეი რობინსონი - 174-19-6
6. ბერნარდ ჰოპკინსი - 55-8-2
7. ჯო ლუისი - 66-3-0
8. არჩი მური - 186-23-10
9. ოსკარ დე ლა ჰოია - 39-6-0
10. ხულიო სესარ ჩავესი - 107-6-2

კომენტარები

ბოლო ამბები