Thumbnail
  • ლივერპულს ტიმო ვერნერის შეძენა ძალიან უნდა
  • თუმცა, შესაძლოა, ტრანსფერი ჩაიშალოს
  • ‘მერსისაიდელები’ უსმან დემბელეს ვარიანტსაც განიხილავენ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლივერპული მთავარი სამიზნე ტიმო ვერნერი იქნება. მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და გერმანელი ფეხბურთელი ძალიან ახლოს არის ინგლისში გადასვლასთან.

თუმცა ბოლო ინფორმაციების თანახმად, შესაძლოა, ტრანსფერი ჩაიშალოს. უცხოურ პრესაში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, პრობლემა 24 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა. ლაიპციგი ვერნერში 50 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც "მერსისაიდელებს" ებევრებათ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული ამ ზაფხულს ტიმო ვერნერს ვერ დაიმატებს, მაშინ ინგლისელები შეეცდებიან, გუნდში ბარსელონას ფეხბურთელი უსმან დემბელე მიიყვანონ.

დემბელე ბარსელონაში 2017 წელს დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. ესპანეთში მან თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. ამის მიზეზი ძირითადად ტრავმები, თუმცა დემბელეს უდისციპლინობაც იყო.

იმ შემთხვევაში, თუ იურგენ კლოპი გადაწყვეტს, რომ ფრანგი შეიძინოს, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება,  უსმანის ფიზიკური მონაცემები გააუმჯობესოს. დემბელეს ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 23 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში სულ 5 შეხვედრა გამართა, სადაც თავი მხოლოდ 1 გატანლი გოლით გამოიჩინა. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. ოთხშაბათს, გამოტოვებული მატჩი გაიმართება - ბრემენის ვერდერი ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები