Thumbnail

ხორდი ალბა: ასეთი მოტივირებული მესი დიდი ხანია არ მინახავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ესპანელი მცველის თქმით, ბარსელონა მზადაა ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს
  • ლა ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 11 ივნისს უნდა განახლდეს

ბარსელონას მცველმა ხორდი ალბამ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განსაკუთრებული ყურადღება ლიონელ მესიზე გაამახვილა, რომელიც ვარჯიშებზე ძალიან მოტივირებული ჩანს…

“ფეხბურთი ძალიან მოგვენატრა და ეს გუნდის ვარჯიშებსაც ეტყობა. ამღლებული განეწყობა გვაქვს და მოტივირებულები ვართ. შესაძლოა, საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ეს დროც მალე დადგება. ლიონელ მესი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ამის ყურება ძალიან სასიამოვნოა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ასეთი მოტივირებული დიდი ხანია არ ყოფილა. გაგვიმართლა რომ მესისთან ერთად გვიწევს თამაში. ეს სულ უნდა გვახსოვდეს, რადგან ასეთი პრივილეგია ყველას არ აქვს. ბარსელონა მზადაა ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს”. - განაცხადა ხორდი ალბამ.

ესპანეთის ჩემპიონატი პანდემიის გამო მარტში შეწყდა. ევროპის მასშტაბით ესპანეთში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ლა ლიგაში 27 ტურია ჩატარებული და სატურნირო ცხრილს ბარსა 58 ქულით ლიდერობს. კატალონიური გრანდი მეორე ადგილზე მყოფ რეალ მადრიდს 2 ქულით უსწრებს. დარჩენილი 11 ტურის შეხვედრები უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს, ტურნირის რესტარტი კი 11 ივნისს დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები