Thumbnail
  • ბარსელონა ინტერს 60 მილიონ ევროს და ორ ფეხბურთელს სთავაზობს
  • ინტერს 90 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი უნდა

როგორც ჩანს, ამ ზაფხულს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო ამბავი ლაუტარო მარტინესის ინტერიდან ბარსელონაში შესაძლო გადასვლა იქნება. ევროპულ სპორტულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ბარსელონა და ლაუტარო პირად კონტრაქტზეც კი შეთანხმდნენ, ერთადერთი დაბრკოლება კი ინტერია. 

ბარსელონა მილანურ კლუბს ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და პლუს ორ ფეხბურთელს: არტურო ვიდალს და ნელსონ სემედუს სთავაზობსს, თუმცა ინტერის ხელმღვანელებს ეს ვარიანტი არ აწყობთ. იტალიელები 90 მილიონ ევროს და პლუს ერთ ფეხბურთელს ითხოვენ.

მოლაპარაკების პროცესი ჩიხშიაა შესული და ჯერჯერობით, დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. ამ თემაზე საკუთარი პოზიცია ინტერის ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ დააფიქსირა და თითქოს, ამ დათმობისკენ სწორედ იტალიურ კლუბს მოუწოდა…

“ლაუტარო უმაღლესი კლასის ფეხბურთელისა და მის ყურებას მხოლოდ ინტერში ვისურვებდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. თუ ფეხბურთელს დარჩენა არ სურს, უნდა გაუშვა. სხვა შემთხვევაში, ორივე მხარე წაგებული დარჩება, რადგან ფეხბურთელი უმოტივაციოდ გააგრძელებს თამაშს. ეს ჩემი პოზიციაა”. - განაცხადა მასიმო მორატიმ.

22 წლის ლაუტარო მარტინესი 2018 წლიდან ინტერის ღირსებას იცავს. ამ პერიოდში, 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები