Thumbnail
  • ბარსას შეფები აცხადებდნენ, რომ კლუბში ინფიცირებული არავინ ყოფილა
  • RAC1-ის ინფორმაციით, კოვიდ-19 რამდენიმე ბარსელონელს ჰქონდა

ბარსელონას რამდენიმე წევრმა კორონავირუსი გადაიტანა - ამის შესახებ RAC1 იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, კოვიდ-19 კატალონიური გრანდის 5 ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბის 2 წარმომადგენელს. როგორც ირკვევა, ახალი კორონავირუსი თითოეულმა მათგანმა უსიმპტომოდ გადაიტანა.

ახლა ყველა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ისინი გუნდის სამუშაო პროცესში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მონაწილეობენ. როგორც იცით, ბარსელონა იტყობინებოდა, რომ კორონავირუსზე ტესტირების შედეგად კოვიდ-19 კლუბში არავის დაუდასტურდა.

ესპანეთის ჩემპიონატი პანდემიის გამო მარტში შეწყდა. ევროპის მასშტაბით ესპანეთში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ლა ლიგაში 27 ტურია ჩატარებული და სატურნირო ცხრილს ბარსა 58 ქულით ლიდერობს. კატალონიური გრანდი მეორე ადგილზე მყოფ რეალ მადრიდს 2 ქულით უსწრებს. დარჩენილი 11 ტურის შეხვედრები უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს, ტურნირის რესტარტი კი 11 ივნისს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 4 ტური ჩატარდა. 30-ე ტურის დაწყებამდე, ოთხშაბათს გამოტოვებული მატჩია, რომელშიც ბრემენის ვერდერი ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები