Thumbnail

'ეს მისთვის ოცნება იყო' - ოდიონ იგალო იუნაიტედში რჩება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იგალო იუნაიტედში დარჩება
  • კონტრაქტი ნიგერიელს 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივეს

მანჩესტერ იუნაიტედმა ოდიონ იგალოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ნიგერიელი ფორვარდი კლუბში განათხოვრების წესით 2021 წლის იანვრამდე დარჩება.

"ეს მისთვის ოცნება იყო და და იმედი მაქვს რაც ერთად დავიწყეთ, იმას ჩვენთან ერთად მოგებული თასით დაასრულებს" - განაცხადა ოლე გუნარ სულშერმა.

"მადლობა მინდა გადავუხადო მის კლუბს - შანხაი შენხუას, რომელმაც მას მისცა იმის უფლება, რომ თავის ოცნების გუნდში კიდევ რამდენიმე თვე გაატაროს" - დაამატა სულშერმა.

შეახსენებთ, რომ პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება, იუნაიტედი მეხუთე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან ჩელსის 3 ქულით ჩამორჩება.

🔴 Official announcement on Odion Ighalo 👀👇

Posted by Manchester United on ორშაბათი, 01 ივნისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები