Thumbnail
  • NBA ყველა შემთხვევაში განახლდება - დისკუსია ფორმატზე მიმდინარეობს
  • ლიგა დიდი ალბათობით ორლანდოში ჩატარდება
  • სავარაუდო თარიღი 31 ივლისია
  • ადამ სილვერს სურს, NBA 22 გუნდით განაახლოს

პოსტვირუსულ სამყაროში კითხვა, უნდა განახლდეს თუ არა NBA, აღარ ისმის. NBA განახლდება! ეს გადაწყვეტილი ამბავია - მაშინაც კი, როდესაც ვირუსი ამერიკაში ჯერ ისევ პიკშია. მთავარი კითხვებია: როდის და როგორ? ეს რამდენიმე დღეში დადასტურებულად გვეცოდინება.

ადგილი

ამ სიტუაციაში მოგზაურობას და ტრანსპორტირებას NBA-ს 20-ზე მეტ ქალაქში, რომლებიც ოთხი სასაათე ზოლით არიან ერთმანეთთან დაშორებულები, უბრალოდ აზრი არ აქვს. ზედმეტი რისკია. სწორედ ამიტომ, გუნდები და მოთამაშეები ერთ ლოკაციაზე შეიკრიბებიან. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს ადგილი ორლანდოში, დისნეი-ლენდის კამპუსი იქნება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

ამ ადგილს რამდენიმე უპირატესობა აქვს. ინფრასტრუქტურულად მზად არის, მიიღოს ერთდროულად 20-ზე მეტი გუნდი; ფლორიდა კარგი ადგილია, რამდენიმე კვირის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოფნისათვის და, რაც მთავარია, ფლორიდა ერთ-ერთი პირველი გაიხსნა ამერიკაში და ნაკლები შეზღუდვები აქვს. შტატს რესპუბლიკელი გუბერნატორი ყავს, რომელიც თითქმის გარანტირებულად არ აკრძალავს სპორტულ აქტივობებს მაშინაც კი, თუ ვირუსის საფრთხე მოიმატებს. სწორედ ამიტომაც დაიწყო UFC-მ თავისი ბრძოლები ჯეკსონვილში, ფლორიდაში.

თარიღი

NBA-ს განახლების თარიღად 31 ივლისი მიიჩნევა. თუმცა, ეს ყველაზე გვიანი თარიღია. შემდეგი სეზონი სულ მცირე ოქტომბრამდე არ განახლდება, მაგრამ სხვა პრობლემაა. 10 სექტემბერს ამერიკაში NFL, ამერიკული ფეხბურთის ლიგა იწყება. ეს სპორტი ამერიკაში თითქმის რელიგიის დონეზეა და კალათბურთს გაუჭირდება მისთვის კონკურენციის გაწევა. სწორედ ამიტომ, NBA წინასწარი გეგმით 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. დრო ცოტაა - ჩვეულებრივ პლეი ოფი დაახლოებით 2 თვე გრძელდება ხოლმე. ანუ 31 ივლისი ყველაზე გვიანი თარიღია.

ფორმატი

ხუთშაბათს, კალათბურთის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. NBA-ს მფლობელები და ლიგის ხელმძღვანელობა გადამწყვეტ შეხვედრას მართავს. თარიღიც და ფორმატიც ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს. რამდენიმე ძირითად ვარიანტს შორის ფავორიტად ლიგის კომისარის, ადამ სილვერის ვარიანტი მიიჩნევა - 22 გუნდით. 16 გუნდი, რომელიც პლეი ოფის ზონაშია და მათთან ერთად ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფის ზონას ყველაზე მეტი, 6 თამაშით არიან დაშორებულები. ანუ, ნიუ ორლეანი, პორტლენდი, საკრამენტო, სან ანტონიო, ფინიქსი და ვაშინგტონი. 

პორტლენდის დემიენ ლილარდი პლეი ოფისთვის იბრძოლებს

ისტორიულად არცერთ გუნდს სეზონის ამ ეტაპზე პლეი ოფის ზონიდან 6 თამაშზე მეტი დაშორება არ ამოუქაჩავს. ამის გათვალიწინებით, სილვერის აზრით, სამართლიანია, რომ ყველა იმ გუნდს, რომელთაც ამის შანსი თეორიულად (ისტორიულად) შეიძლება ჰქონოდა, განახლებულ ფორმატში თამაშის მონაწილეობა მიიღოს.

წინასწარი ცნობით, მფლობელები შეთანხმებულები არიან, რომ სილვერის ნებისმიერ წინადადებას მხარი დაუჭირონ. შესაბამისად, დალასის მფლობელის, მარკ კუბანის იდეა, რომ ლიგა ოცდაათივე გუნდით განახლდეს, ალბათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. წინასწარი შეთანხმებით, ის გუნდები, რომლებსაც სატურნირო მოტივაცია არ აქვთ, განახლებულ ფორმატში აღარ მიიღებენ მონაწილეობას, რათა ამ გზით არაფრისმომცემი შეხვედრები აიცილონ თავიდან.

გადაწყვეტილება კომისარმა ადამ სილვერმა უნდა მიიღოს

გადაწყვეტილებას მიიღებას მფლობელების 75 პროცენტმა (ანუ სამი მეოთხედმა) უნდა დაუჭიროს მხარი. სილვერი დიდი ალბათობით თავის პროექტს გაიტანს. ნათელი ერთია, ლიგა პირდაპირ პლეი ოფით არ განახლდება - გუნდებს სულ მცირე რამდენიმე თამაში მაინც სჭირდებათ, ფორმაში რომ შევიდნენ. კალათბურთის მოყვარულები ხუთშაბათს (თბილისის დროით, უფრო პარასკევს) ველოდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები