Thumbnail

86 FIFA 20-ში? - 'ჩაკვეტაძეს მსოფლიოს ლიდერთა დონის პოტენციალი აქვს'

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

VOETBALKRANT-მა ბელგიური ჟუპილერ ლიგის 8 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომლებიც მომავალში FIFA 20 მსოფლიო ლიდერთა შორის მოხვდებიან - სიაში გენტის ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძეცაა...

"ვინც FIFA 20-ში career mode-ით თამაშობს, მათთვის 8 ახალგაზრდის სია ჟუპილერ ლიგიდან აუცილებლად სანახავია", - წერს საიტი.

ამ სიაში არის გიორგი ჩაკვეტაძეც. აი, როგორ შეფასებას აძლევს ქართველ ნახევარმცველს საიტი: "ამ სიაში ყველაზე მაღალი საწყისი რეიტინგი გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს - 74. ქართველს გენტში ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა დებიუტი. ბოლო დროს ის ტრავმებმა შეაფერხა. როცა ის ბოლომდე ჯანმრთელია, FIFA-ში შეუძლია 86-მდე აიმაღლოს რეიტინგი". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გენტის შემადგენლობაში ბელგიის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები