Thumbnail
  • 20-21 ივნისს იტალიური ფეხბურთის მოყვარული 2-2 თამაშს იხილავს
  • ჩემპიონატის დასკვნითი 3 ტურის განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება

სერია A-მ ოფიციალურ ვებ-გვერდზე სეზონის განახლების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც მატჩების კალენდარია გაწერილი. ამგვარად, ვგებულობთ, რომ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს 2 მატჩით გაგრძელდება.

ეს თამაშებია: ტორინო-პარმა და ვერონა-კალიარი. 21 ივნისს ერთმანეთს ატალანტა-სასუოლო და ინტერი-სამპდორია გაეჯიბრებიან და შედეგად, ყველა გუნდს 26 მატჩი ექნება ჩატარებული, 22 ივნისიდან კი უკვე მომდევნო ტური დაიწყება.

ამ დროისთვის, სერია A-ს კალენდარი 35 ტურის ჩათვლითაა გაწერილი, დარჩენილი 3 ტურის განრიგი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ამ იტალიურ ლიგას 63 ქულით ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, შემდეგ კი რომის ლაციო მოდის, რომელსაც ქულით ნაკლები აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები