Thumbnail

პრემიერლიგა FIFA 20-ის 'ხმაურით' - ინგლისელები საინტერესო სიახლეებს გეგმავენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინგლისური იდეები: 'ხმაური',  360°-იანი გამეორებები, ტაქტიკური კამერა, ფანების მოზაიკა
  • გადაწყვეტილებას ხუთშაბათს პრემიერლიგის კლუბების შეკრებაზე მიიღებენ

მას მერე, რაც გადაწყდა მთავარი - კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყვეტილი პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება, კლუბებმა და ორგანიზაციამ სხვა წვრილ საკითხებზეც დაიწყეს ფიქრი...

ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ყველამ შეამჩნია, როგორ მკვეთრად ისმის ცარიელი ტრიბუნების წინ ყოველი დარტყმა, მწვრთნელისა თუ მოთამაშის შეძახილი, რაც სატელევიზიო ტრანსლაციის დროს, არცისე სასიამოვნო საყურებელია. პრემიერლიგაში 90 წუთის განმავლობაში უსიამოვნო სიწყნარე არ შეგვაწუხებს.

Daily Mail წერს, რომ ინგლისელებმა მოიფიქრეს გამოსავალი - პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლაციისას FIFA 20-ის "ხმაურს" დაადებენ. თუ ეს სიახლე დამტკიცდა, ბრიტანეთის მოსახლეობისთვის "ხმაურიანი" ტრანსლაცია ერთ-ერთი არჩევანი იქნება და არა ერთადერთი. 

ხუთშაბათს პრემიერლიგის კლუბები კიდევ ერთხელ იკრიბებიან, მსგავსი საკითხების შესამუშავებლად, რომ როგორმე გადაიფაროს ცარიელი სტადიონების უსიამოვნო ეფექტი. ინლისლებს იდეაში აქვთ, ტრიბუნებზე ფანების მოზაიკის განთავსება, 360°-იანი გამეორებების ჩვენება (ეს ესპანეთში უკვე დამკვიდრებულია) და ეგრეთ წოდებული "ტაქტიკური კამერის" შემოღება.

კომენტარები

ბოლო ამბები