Thumbnail
  • ეროვნულ ლიგაში სეზონი 25 ივნისს განახლდება
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ზუსტი კალენდარი ჯერ ახლა დგინდება...

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე განაგრძობს ჩემპიონატისთვის მზადებას. ფეხბურთელები ჯერ ცალკეულ ჯგუფებად ვარჯიშობენ და აუცილებელ რეკომენდაციებს იცავენ. ყველა მოთამაშე მწყობრშია, ტრავმა არავის აწუხებს. ჯაბა ჯიღაურმა და ლევან გეგეჭკორმა "პოპსპორტისთვის" მოკლე კომენტარები გააკეთეს.

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): "ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია იყო, რომ ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება. უფრო ივლისის დასაწყისისთვის ველოდით რესტარტს, მაგრამ კარგია, რომ ეს უფრო მალე მოხდება. ორ-ნახევარი თვე გაგვიცდა და შესაბამისად, დიდი დატვირთვები გვაქვს, რომ ფორმა აღვიდგინოთ. მოტივირებულები ვართ და ალბათ ასე არიან სხვა გუნდის ფეხბურთელებიც. წესით, საინტერესო ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს".

ლევან გეგეჭკორი (დინამო ბათუმი): "კარგია, რომ ეს კრიზისი, რომელიც ვორუსმა გამოიწვია, დასასრულისკენ მიდის. ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა და მოხარულები ვართ, რომ 25 ივნისს ჩემპიონატი განახლდება. ერთი სული გვაქვს, როდის განახლდება ტურნირი და როდის ჩავატარებთ პირველ შეხვედრას. ვვარჯიშობთ და ვცდილობთ, რომ რესტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. რთულია, მაგრამ ამისთვის ძალას არ ვიშურებთ".

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

დინამო ბათუმი ანგისას ბაზაზე ემზადება

ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება მაშინ შეწყდა, როდესაც ტურნირის დაწყებიდან ორი ტური იყო გასული. დინამო ბათუმმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულა: ჯერ თბილისის მერანთან 0:0, ხოლო შემდეგ დინამო თბილისთან 1:1. გია გეგუჩაძის გუნდს ორი ქულა აქვს, ჩემპიონატს კი ექვსი ქულით თბილისის ლოკომოტივი ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები