Thumbnail

'ბავშვი მეგონა, 15 წუთის შემდეგ კი შეცვლა მოვითხოვე' - კოსტაკურტა მესიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მარადონაზე წესები 66-ჯერ მაინც უნდა დაერღვიათ, სანამ მსაჯი ყვითელ ბარათს ამოიღებდა'
  • მილანის სახელოვანმა მცველმა არგენტინელი ვარსკვლავები ერთმანეთს შეადარა

იტალიური მილანის სახელოვანმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ისე მოხდა, რომ იტალიელ ფეხბურთელს თამაში ორივე არგენტინელი ვარსკვლავის წინააღმდეგ მოუწია.

“გამიმართლა, რომ მინდორზე ორივე ამ დიდებულ ფეხბურთელს შევესწარი. მახსოვს, მარადონაზე წესები 66-ჯერ მაინც უნდა დაერღვიათ, სანამ მსაჯი დამნაშავეს ყვითელ ბარათს უჩვენებდა. ლეოსთან დაკავშირებით, სხვა ვითარება გვაქვს. ზოგადადაც, ახლა, განსხვავებული დროა. ორივე გენიალური ფეხბურთელია და მათ შორის მსგავსება ნამდვილად არის, თუმცა, ლეო უფრო მშვიდია. როდესაც მესის პირველად დავუპირისპირდი, ის 16 წლის იყო. თავდაპირველად, ისე ვუყურებდი, როგორც ბავშვს, ამდენად, ძალიან თავისუფლად ვიყავი, 15 წუთში კი, კარლო ანჩელოტის ვთხოვე, რომ შევეცვალე”.

ცნობისთვის, 54 წლის კოსტაკურტა მილანური გრანდის ღირსებას 1986-2007 წლების განმავლობაში იცავდა და მის აქტივში 458 მატჩია. ალესანდროს იტალის ნაკრების მაისურით 59-ჯერ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები