Thumbnail

'ამ ნეხვს რა კავშირი აქვს ჯორჯ ფლოიდთან?' - UFC-ის ჩემპიონმა ვანდალები შეაჩერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პოლიციელის ხელიდან ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას აშშ-ში არეულობები მოჰყვა
  • UFC-ის რეიტინგის პირველი ნომრისთვის, ჯონ ჯონსისთვის ეს მიუღებელია 
  • 32 წლის ამერიკელი მებრძოლი თავისი ქალაქის ქუჩებს ვანდალებისგან იცავს

UFC-ის რეიტინგის პირველი ნომერი ჯონ ჯონსი მასობრივი არეულობების წინააღმდეგ გამოდის, რომელიც პოლიციელის ხელიდან აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შედეგად, აშშ-ში გამართულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა. 

32 წლის ამერიკელმა მებრძოლმა თავისი ქალაქის, ალბუკერკეს ქუჩაში ახალგაზრდები შეაჩერა, რომლებიც ვანდალური აქტის განხორციელებას აპირებდნენ. ჯონ ჯონსმა მათ საღებავის ბალონები წაართვა, რომლითაც სავარაუდოდ, ქალაქის შენობების კედლებზე წარწერების გაკეთებას აპირებდნენ.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჯონ ჯონსმა ინსტაგრამში თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

"ამ ნეხვს რა კავშირი აქვს ჯორჯ ფლოიდთან?! რატომ ანადგურებენ ჩვენს ქალაქს ეს შტერი მოზარდები? დამიჯერეთ, როგორც ახალგაზრდა აფროამერიკელი, მეც დამწუხრებული ვარ, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. ისედაც ცუდ ვითარებას კიდევ უფრო ვაფუჭებთ.

ზრდასრულმა ადამიანებმა ხმა უნდა ამოიღონ, უთხრან თავიანთი ოჯახების ახალგაზრდა წევრებს, რომ ამ საღამოს შინ დაბრუნდნენ”, - დაწერა ჯონ ჯონსმა ინსტაგრამზე.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები