Thumbnail

ნინო ბაციაშვილმა სწრაფ ჭადრაკში ევროპის ონლაინ-ჩემპიონატი მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ნინომ ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლიდან 10 ქულა დააგროვა, რუს კონკურენტებს 0.5 ქულით აჯობა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მეოთხე შედეგი აჩვენა ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა. ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოდან სხვადასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

33 წლის ნინო ბაციაშვილი ტიტულოვანი მოჭადრაკეა. ის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადებისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია. ბაციაშვილს ბათუმის ნონას შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები