Thumbnail
  • 'კუთვნილების მიუხედავად, ამგვარი ვითარების წინააღმდეგ ყველამ უნდა გავილაშქროთ'
  • მიმართვაში მსოფლიო ჩოგბურთის არაერთი სახელოვანი წარმომადგენელი ფიგურირებს

მინეაპოლისელის პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოდის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო ვნებათაღელვას საჩოგბურთო სამყაროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სპეციალური აქცია ამერიკელმა ფრენსის ტიაფომ წამოიწყო, რომელმაც მეგობარ გოგონასთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა.

“გვინდა, ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რაც აშშ-ში აფროამერიკელთა მკვლელობების გამო, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისთვის არის საჭირო. ეს, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე – ჩოგბურთი. ამგვარი ვითარების წინააღმდეგ ყველამ უნდა გავილაშქროთ, მიუხედავად სქესის, რასის, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილებებისა. დღეს, ჩვენ ჩოგნებს ძირს ვდებთ და ხელებს მაღლა ვწევთ”, - ნათქვამია ვიდეოში.

ამ აქციას უკვე გამოუცხადეს სოლიდარობა სერენა უილიამსმა, კორი გაუფმა, ნაომი ოსაკამ, გაელ მონფილსმა, ჟო ვილფრედ ცონგამ, ჰიზერ უოტსონმა, სლოან სტივენსმა, ჯეიმს ბლეიკმა, ეიჟა მუჰამადმა, დონალდ იანგმა, ჩანდა რუბინმა და სხვებმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები