Thumbnail

'მივედი და ჭკუა ვასწავლე' - ჯეი არ სმიტმა დემონსტრანტი სცემა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება
  • დემონსტრანტები ხშირად მანქანებს და მაღაზიებს უსწორდებიან

ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ პროტესტი არ წყდება. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამ პროტესტს თან მოჰყვება, ვანდალიზმია. დემონსტრანტები ხშირად ავტომობილებს და მაღაზიებს უსწორდებიან - წვავენ და ამტვრევენ მათ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ, ლოს ანჯელესში მოხდა. თუმცა, ადამიანი, რომელმაც ძვირადღირებული მანქანის დამტვრევა მოინდომა, არასწორ დროს, არასწორ ადგილზე აღმოჩნდა. მანქანა NBA-ს ვარსკვლავ ჯეი არ სმიტს ეკუთვნოდა. სმიტმა დაინახა, თუ როგორ ჩაუმტვრიეს მის ავტომობილს შუშა, გამოვიდა და თავდამსხმელს სასტიკად გაუსწორდა. იგი იქამდე ცემდა მას, სანამ მეგობრები არ გამოვიდნენ და ხელი არ შეუშალეს. მოგვიანებით, სმიტმა კომენტარი ვიდეოჩართვის დროს გააკეთა.

"ერთ-ერთმა თეთრმა ბიჭმა (motherfucking white boy) არ იცოდა, სად მიდიოდა და ვის მანქანას ამტვრევდა. დავედევნე და ჭკუა ვასწავლე," - თქვა მან.

დანარჩენს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები