Thumbnail

ამერიკაში მომხდარისადმი პროტესტი დორტმუნდის ჯეიდონ სანჩომაც გამოხატა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

გლადბახის ფორვარდის მარკუს ტიურამის შემდეგ, ამერიკაში დაკავებისას მოკლული ჯორჯ ფლოიდისადმი სოლიდარობა, დორტმუნდის ბორუსიას ინგლისელმა - ჯეიდონ სანჩომაც გამოხატა.

სანჩომ დღეს პადერბრორნს გასვლაზე ჰეთ-თრიკი გაუტანა და პირველი გოლი ინგლისელმა ჯორჯ ფლოიდისადმი სოლიდარობის გამოხატვით აღნიშნა -  'Justice For George Floyd' - ეს წარწერა იკითხება სანჩოს მაისურზე.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის ფლოიდი ოთხმა სამართალდამცავმა 25 მაისს მინეაპოლისში, პროდუქტების მაღაზიის სიახლოვეს მაშინ დააკავა, როდესაც ის, სავარაუდოდ, ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენებას ცდილობდა.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე დაწვენილ აფრო-ამერიკელ მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მოგვიანებით ჯორჯი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰენეპინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები