Thumbnail

ბუნდესლიგა | დორტმუნდმა პადერბორნი სანჩოს ჰეთ-თრიკით გაანადგურა [მიმოხილვები]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში პადერბორნი გასვლაზე გაანადგურა. დორტმუნდიდან ჰეთ-თრიკი გაიტანა კლუბის ინგლისელმა შემტევმა - ჯეიდონ სანჩომ რომელმაც პირველი გოლი პოლიტიკური განცხადებით აღნიშნა.

მიონხენგლადბახში ბორუსიამ უნიონ ბერლინს უმასპინძლა და პადერბორნისგან განსხვავებით, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:1. 41-ე წუთზე მარკუს ტიურამის გოლის აღნიშვნა კი, სანჩოს მსგავსად პოლიტიკური ხასიათის იყო და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებულ პროტესტს უკავშირდებოდა.

პადერბორნი 1:6 ბორუსია

გოლები: 0:1 აზარი (54), 0:2 სანჩო (57), 1:2 ჰუნემეიერი (72/პენ), 1:3 სანჩო (74), 1:4 ჰაკიმი (85), 1:5 შმელცერი (89), 1:6 სანჩო (91)

ჯეიდონ სანჩო გახდა ბრაიან სტინის შემდეგ პირველი ინგლისელი, რომელმაც ინგლისის გარეთ დიდ ჩემპიონატში ჰეთ-თრიკის გატანა მოახერხა. სტინმა ეს 1989 წელს საფრანგეთის ჩემპიონატში, კანის მაისურით შეძლო.

მიონხენგლადბახი 4:1 უნიონი 

გოლები: 1:0 ნოიჰაუსი (17), 2:0 ტიურამი (41), 2:1 ანდერსონი (50), 3:1 ტიურამი (59), 4:1 პლეა (81)

კომენტარები

ბოლო ამბები