Thumbnail

'რინგზე ბემბივით ვაცეკვებ' - ფიურიმ ჯოშუას დასცინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მისი სტილი ჩემთვის იდეალურია, ორ-სამ რაუნდში ყველაფერს დავასრულებ'
  • ტაისონ ფიურიმ პრინციპულ მეტოქეზე შეურაცმხყოფელ ფორმებში ისაუბრა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი (WBC-ს ვერსიით) ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუასთან შესაძლო დაპირისპირებას გამოეხმაურა და მეტოქეზე შეურაცმხყოფელ ფორმებში ისაუბრა. 31 წლის მოკრივე დარწმუნებულია, რომ თანამემამულის დამარცხებას იოლად მოახერხებს.

“ჯოშუას სტილი ჩემთვის იდეალურია. წინ მოძრაობა, კლასიკური დაცვა. ძლიერია, თუმცა, ფეხებით მოძრაობა არ იცის, ორ-სამ რაუნდში ყველაფერს დავასრულებ. პირველივე კარგი დარტყმის შემდეგ საცეკვაოდ გავუშვებ. ისე მივახტები, როგორც ის მსუქანა ენდი რუისი. გითხრათ, ზუსტად რა დარტყმა იქნება? მარცხენა ჰუკი. ბემბივით იცეკვებს მთელ რინგზე. ჯოშუას ბრძოლას დიდი ხანია ვთავაზობდი, მგონი, ეს, 5 წელი გრძელდებოდა, მისი აგენტი კი მუდმივად რაღაცას იგონებდა”.

ცნობისთვის, ფიურისა და ჯოშუას ნანატრი ორთაბრძოლა მიმდინარე წლის დეკემბერში საუდის არაბეთში იგეგმება, შესაძლოა კი, გაისად შედგეს. სხვა საქმეა, რომ ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

ფიურიმ ბოლო ორთაბრძოლა 23 თებერვალს ჩაატარა, დეონტე უაილდერი მე-7 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მას საჩემპიონო ქამარი აართვა.

ჯოშუას 23 შერკინებაში 21 გამარჯვება აქვს. მან უკანასკნელ შეხვედრაში მექსიკელ ენდი რუისს აჯობა და 3 ვერსიით ჩემპიონობა დაიბრუნა (ამჟამად, ის IBF-ის, WBA-ს, WBO-სა და IBO-ს ჩემპიონია). ენტონის 20 ივნისს ბულგარელ კუბრატ პულევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა, ეს ორთაბრძოლა კორონავირუსის გამო გადაიდო.

Tyson Fury believes he'd destroy Anthony Joshua in the boxing ring 👀

Posted by ESPN UK on კვირა, 31 მაისი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები