Thumbnail

ბუნდესლიგის 29-ე ტური ორშაბათს, კიოლნისა და ლაიპციგის მატჩით დასრულდება. ორივე გუნდს ერთმანეთის საპირისპირო სერია აქვს: იმ დროს, როცა ლაიპციგს ზედიზედ 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, კილნი უკვე 4 ტურია, გამარჯვებას ამაოდ ცდილობს. 

‘თხებს’ კორონავირუსის პანდემიამდე ბოლო მატჩი გლადბახთან ჰქონდათ წაგებული, რესტარტის შემდეგ კი ჯერ ორი ფრე ითამაშეს, წინა ტურში კი ჰოფენჰაიმთან დამარცხდნენ. ლაიპციგმა სეზონის განახლების შემდეგ სამიდან ორი მატჩი ფრედ დაასრულა და 1 მოიგო.

ზახსენელებს თეორიულად ჯერ კიდევ შეუძლიათ გერმანიის ჩემპიონობისთის გაბრძოლება, მაგრამ ლიდერ ბაიერნს უკვე 12 ქულით ჩამორჩებიან, სეზონის დასრულებამდე კი, ამ მატჩს თუ არ ჩავთვლით, 5 ტური დარჩა.

კიოლნსაც და ლაიპციგსაც ამ მატჩში მნიშვნელოვანი მცველები არ ეყოლებათ: კიოლნელმა ცენტრალურმა მცველმა ბორნაუვმა და ლაიპციგელმა მარცხენა მცველმა ჰალსტენბერგმა წინა ტურში წითელი ბარათები მიიღეს და დისკვალიფიცირებულები არიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბუნდესლიგაში კიოლნის ბოლო 11 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა

⚽ ლაიპციგი ბუნდესლიგის ბოლო 4 გასვლით მატჩში გოლს არ უშვებდა

⚽ ლაიპციგს ბუნდესლიგაში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ მატჩებში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა.

გამოკითხვა

ვინ დაასრულებს სეზონს უფრო მაღლა?

  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი

⚽ კიოლნს საკუთარ მოედანზე სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (1 მოგება, 2 ფრე) და ამ სამ შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდათ.

⚽ კიოლნმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საშინაო მატჩების 64,29%-ში ანგარიში გახსნა.

⚽ ამ სეზონში ლაიპციგის მატჩების 64,29 %-ში ორივე გუნდმა გაიტანა. 

⚽ კიოლნის თავდამსხმელმა კორდობამ ან სეზონში გატანილი 8 გოლიდან 7 პირველ ტაიმში შეაგდო და კიოლნმა არცერთი წააგო ბოლო ისეთი 8 შეხვედრიდან, რომელშიც მან გაიტანა.

⚽ ტიმო ვერნერს ლაიპციგის ზედიზედ ხუთ გასვლით მატჩში აქვს გოლი გატანილი.

⚽ ამ გუნდების ხუთივე დაპირისპირებაში ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლაიპციგმა ამ სეზონში არ წააგო ისეთი გასვლითი მატჩების 81,82%, რომლებშიც ბუკმეიკერების მიერ ფავორიტად იყო მიჩნეული.

⚽ სტუმრად გამართულ მატჩებში ამ სეზონში ბუნდესლიგის არცერთმა სხვა გუნდმა არ შეინახა კარი მშრალად იმდენჯერ, რამდენჯერაც ლაიპციგმა - 7 ასეთი მატჩი.

⚽ კორონავირუსით გამოწვეულ პაუზამდე ბუნდესლიგაში გუნდები საშინაო მატჩების 43,3 პროცენტს იგებდნენ, რესტარტის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18,52 პროცენტამდე დაეცა.

სავარაუდო შემადგენლობები

კიოლნი (4-2-3-1): ჰორნი - ეიზიბე, მერე, ლაისტნერი, შმიტცი - შკირი, ჰექტორი - დრექსლერი, უთი, იაკობსი - კორდობა.
ტრავმა: რისსე
დისკვალიფიკაცია: ბორნაუვი

ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ლაიმერი, კლოსტერმანი, უპამეკანო, ანგელინო - ზაბიტცერი, კამპლი - დანი ოლმო, ნკუნკუ - შიკი, ვერნერი.
ტრავმა: ამპადუ, პოულსენი
დისკვალიფიკაცია: ჰალსტერნბერგი

კომენტარები

ბოლო ამბები