Thumbnail
  • კორონავირუსის პანდემიის გამო, დრაფტის ახალ თარიღად 25 სექტემბერი ჩაინიშნა
  • წინასწარ სიაში სეტონ ჰოლის 21 წლის ქართველი კალათბურთელიც ფიგურირებს

NBA-ს მომდევნო დრაფტი 25 სექტემბერს ჩატარდება. ამ ინფორმაციას Sports Illustraded ავრცელებს. თავდაპირველად, 2020 წლის დრაფტი 25 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, გეგმები აირია. დრაფტმა 3 თვით გადაიწია, უშუალოდ სეზონის გაგრძელება კი 31 ივლისს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ მომავალ დრაფტზე გასვლას სეტონ ჰოლის ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილიც აპირებს. ის ოფიციალურ სიაში უკვე შესულია, თუმცა, დრაფტამდე 3 კვირით ადრე, კანდიდატურის გამოტანა და NCAA-ში დაბრუნებაც შეუძლია. წესით, სანდრო ასეც მოიქცევა, რადგან მას 2021 წლის დრაფტზე არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

2019-20 სეზონში 21 წლის მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 11.9 ქულა, 6.0 მოხსნა და 1.4 პასი იყო, თამაშიდან 54%-იანი სიზუსტით ესროდა, სამქულიანებში კი 43.4%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ფორვარდი ბიგ ისთის კონფერენციის მესამე სიმბოლურ ხუთეულში აირჩიეს.

კომენტარები

ბოლო ამბები