Thumbnail
  • 'რომაელებს აქცენტის გაკეთება ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებზე მოუწევთ'
  • 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური კლუბის სატრანსფერო სიაში ისევ ფიგურირებს

საქართველოს ნაკრების ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური რომას ინტერესის სფეროში რჩება, ეს ტრანსფერი კი უფრო რეალური მას შემდეგ გახდა, რაც დედაქალაქელებს სოლიდური გარიგება ჩაეშალათ.

ცხადია, აღნიშნული თემა განმარტებას საჭიროებს. საქმე ის გახლავთ, რომ რომას ყიდვას ამერიკული კონსორციუმი The Friedkin Group ცდილობდა, რომელიც მზად იყო 650 მილიონი ევრო გადაეხადა. თითქოს, შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა, მარტში დაწყებული პანდემიის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ამერიკელებმა თანხა 455 მილიონამდე დაწიეს, ეს კი, უკვე იტალიური კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასთვის აღმოჩნდა მიუღებელი. სწორედ ამის გამო, რომას დიდი არჩევანი აღარ რჩება, კლუბი მომავალ სატრანსფერო ბაზარზე შეზღუდული იქნება და მცირე მადით დაკმაყოფილება მოუწევს.

“ამ ფონზე რომას დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა კონკურენტუნარიანი შემადგენლობა შეინარჩუნოს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაჩიმ მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას უკვა აუხსნა, რომ ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელება ძალიან რთული იქნება, შესაბამისად, აქცენტი ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს იმ იმედით, რომ სამომავლოდ ისინი გაცემულ ავანსებს გაამართლებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, რომას რამდენიმე კარგი ვარიანტი აქვს. სიაში, პირველ რიგში, გიორგი ჩაკვეტაძე, ტეტე და ბუსტოსი მოიაზრებიან, ინტერესს იწვევს აიაქსის 18 წლის ნახევარმცველი რაიან გრავენბერხიც”, - წერს Pagineromaniste.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჩაკვეტაძეს ბოლო დროს რომას სულ უფრო ხშირად აკავშირებენ, დაიწერა ბორდოს, ვესტ ჰემისა და ტრაბზონსპორის ინტერესის შესახებაც. “ტრანსფერმარკტი” ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ბელგიური გენტის ღირსებას იცავს, 6.7 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები