Thumbnail

'ვიცი, რომ ყველაზე მაგარია, მაგრამ...' - ჯორჯმა ჯორდანი ხუთეულში არ შეიყვანა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს კლიპერსის ვარსკვლავმა ხუთეული შეადგინა
  • მან მაიკლ ჯორდანს კობი ბრაიანტი ამჯობინა

კალათბურთის მოყვარულებს ოცნების ხუთეულების შედგენა უყვართ და სიმბოლურ ხუთეულებში მაიკლ ჯორდანი თითქმის ყოველთვის ხვდება. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც.

🖐 სხვა ხუთეულები: 

ასეთი ხუთეული ახლა ლოს ანჯელეს კლიპერსის მსუბუქმა ფორვარდმა პოლ ჯორცმაც შეადგინა და ჯორდანი არ შეიყვანა.

“გამთამაშებლის პოზიციაზე მე ლებრონ ჯეიმსს დავაყენებდი. ჩემს ტოპ 5-ში შემტევი მცველი კობი ბრაიანტი იქნება. ჰო, ვიცი, რომ მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ მე კობის თამაშებზე გავიზარდე. მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე ლარი ბირდს დავაყენებ. მძიმე ფორვარდი ჩემს გუნდში კევინ გარნეტი იქნებოდა, ცენტრის პოზიციაზე კი - აუცილებლად შაკილ ო’ნილი,” - განუცხადა პოლ ჯორჯმა Clutch Points-ს.

    კომენტარები

    ბოლო ამბები