Thumbnail
  • აშშ-ის ღია პირველობაზე რამდენიმე ცვლილება იგეგმება
  • ტურნირის დაწება 31 აგვისტოსაა დაგეგმილი

აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორები კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დროს ტურნირის ჩატარების რამდენიმე სცენარზე ფიქრობენ. AP-ის ინფორმაციით, დიდი სლემის ტურნირზე შესაძლოა, რამდენიმე სერიოზული ცვლილება ვიხილოთ.

თითქმის ცხადია, რომ თუ ტურნირი ჩატარდება, მატჩები მაყურებლების გარეშე გაიმართება. აშშ-ის ჩოგბურთის ფედერაციის ფინანსური დირექტორი ლიუ შერი ამბობს, რომ 2020 წლის US Open-ზე მაყურებლების დაშვების ალბათობა მინიმუმამდეა შემცირებული.

შარშან, US OPEN-ის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა

იმისათვის, რომ სპორტსმენების დაინფიცირების რისკიც მინიმუმამდე შემცირდეს, ტურნირზე თითოეული სპორტსმენი ჩარტერული რეისით ჩაფრინდება. ჩოგბურთელების გუნდში ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება. აშშ-ში გამგზავრებამდე ყველა სპორტსმენი გაივლის შემოწმებას კორონავირუსზე. მატჩებზე მინიმალური რაოდენობის პერსონალს დაუშვებენ, ბურთის მიმწოდებლები კი ბავშვები არ იქნებიან.

ყველაზე მთავარი მოსალოდნელი ცვლილება კი თამაშების ფორმატის შეცვლაა! არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ღია პირველობაზე წელს სამსეტიანი მატჩები ჩატარდეს. თუკი მამაკაც ჩოგბურთელთა ასოციაცია ასეთ სურვილს გამოთქვამს. 

შეგახსენებთ, რომ US Open 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდეა დაგეგმილი. გამორიცხული არ არის, რომ ტურნირი ნიუ იორკიდან ამერიკის სხვა ქალაქში გადაიტანონ.

კომენტარები

ბოლო ამბები