Thumbnail
  • შაბათს ბუნდესლიგის 29-ე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა
  • ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას უკვე 10 ქულით უსწრებს

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. ცარიელ "ალიანც არენაზე" ბაიერნმა დიუსელდორფის ფორტუნა დიდი ანგარიშით გაანადგურა - 5:0

უკვე პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერმა" სტუმრებს სამი გოლი გაუტანა - იორგენსენის ავტოგოლს, ბენჟამენ პავარისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლები მოყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში პოლონელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი თავი ალფონსო დევისმა გამოიჩინა. ლევანდოვსკის ანგარიშზე ბუნდესლიგის ამ სეზონში უკვე 29 გოლია. 

ბაიერნი 5:0 ფორტუნა

გოლები: 1:0 იორგენსენი 15 (საკუთარ კარში), 2:0 პავარი (29), 3:0 ლევანდოვსკი (43), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 დევისი (52) 

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი (62. ოდრიოსოლა), ალაბა, ლ. ერნანდესი (46. ქვიზანსი), დევისი - კიმიხი, გორეტცკა - კომანი (62. პერიშიჩი), მიულერი (75. ცირკზეე), გნაბრი (78. ბატისტა მაიერი) - ლევანდოვსკი


ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია შალკეს მორიგი კრაზი - "ხუმარები" ერთ-ერთ აუტსაიდერ ვერდერთან 0:1 დამარცხდნენ. ეს დავიდ ვაგნერნის გუნდის ზედიზედ მეოთხე დამარცხებაა, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლებიდან სწორედ ოთხი ტური გავიდა. 

შალკე 0:1 ვერდერი

გოლი: 0:1 ბიტენკურტი 32' 


სეზონი ცუდად განაახლა ვოლფსბურგმაც, მაისში ავსტრიელი ოლივერ გლაზნერის გუნდი სტუმრად იგებს და შინ მარცხდება. ასე მოხდა ამჯერადაც, "მგლებმა" 10-კაციან აინტრახტთან დათმეს. 

ვოლფსბურგი 1:2 აინტრახტი

გოლები: 0:1 ანდრე სილვა 27 (პენ)', 1:1 მბაბუ 58', 1:2 კამადა 85'


კშიშტოფ პიონტეკი ათამაშდა! ბერლინური კლუბის პოლონელმა ფორვარდმა ისევ გაიტანა. 

ჰერტა 2:0 აუგსბურგი

გოლები: 1:0 დილროსუნი 23', 2:0 პიონტეკი 90+3'

მაინცი 0:1 ჰოფენჰაიმი

გოლი: 0:1 ბებუ 43' 

კომენტარები

ბოლო ამბები