Thumbnail

'ეს წლის ბრძოლა იქნება' - გიგა ჭიკაძემ UFC-ში სასურველი მეტოქე დაასახელა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ BJPENN.com-თან საუბარში სასურველი მეტოქე დაასახელა...

ჭიკაძემ ახლახან UFC-ში მესამე ორთაბრძოლა მოიგო, როცა ირვინ რივერა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. რივერამ 31 წლის ქართველის მეტოქე, მაიკ დევისი შეცვალა, რომელმაც უკვე მესამედ აარიდა თავი ჭიკაძესთან ორთაბრძოლას:

"ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა მასთან ბრძოლა დაინიშნა. სპეციალურად ვემზადებოდი, მაგრამ დევისი არც ამჯერად გამოჩნდა. ეს დიდი იმედგაცრუება იყო, თუმცა ჩვენ წინ მივიწევთ და მასთან ბრძოლას აღარ ვგეგმავთ. UFC-ში ჩემი რეკორდია 3-0, დევისის - 1-1, ის უკვე აღარ არის ჩემი დონის და მას არ შეუძლია ჩემთან ორთაბრძოლის იმედი ჰქონდეს".

ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა

მესამე ბრძოლის შემდეგ, 31 წლის ჭიკაძეს ოქტაგონზე მალევე დაბრუნების იმედი აქვს. რვა თვეში მან სამი ორთაბრძოლა გამართა. ასე რომ, ის მზად არის მორიგი თავგადასავლისთვის:

" UFC-ში 8 თვე ვარ და უკვე სამი ბრძოლა გავმართე. გაგრძელება მსურს და მოუთმენლად ველი შანსს, თუკი ვინმე ბრძოლაზე უარს იტყვის. არ მაწუხებს სერიოზული ტრავმა, ასე რომ, მალე შემიძლია ოქტაგონზე დაბრუნება. თუ Fight Island მოხდება, ის უჩემოდ ვერ ჩაივლის".

ჭიკაძე სასურველ მეტოქესაც ასახელებს, მას სურს ძალები ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან მოსინჯოს. იგი დარწმუნებულია, რომ ფანებს შესანიშნავი ორთაბრძოლა ელით. ბარბოზას MMA-ში 20 გამარჯვება და 9 მარცხი აქვს. 

"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ოქტაგონზე ბარბოზასთან ერთად გავალ. ჯერ ბევრი რამ უცნობია, თავად მას არ დაუდასტურებია, რომ ჩემთან ორთაბრძოლა სურს. თუმცა მას ბოლო სამ შეხვედრაში სამი მარცხი აქვს, მე კი სამი გამარჯვება. ბარბოზას დიდი სახელი აქვს MMA-ში, მაგრამ მე კიკბოქსინგსა და კარატეში უსახელოდ არ ვარ. მრავალჯერ ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი. UFC-ში კარგად გამოვდივარ, ასე რომ, ეს დაპირისპირება საინტერესო უნდა იყოს. ეს იქნება ნამდვილი ცეცხლოვანი ორთაბრძოლა, ფანები მას შეიყვარებენ. ჩვენი დაპირისპირება წლის ორთაბრძოლა იქნება".

გიგა ჭიკაძის დებიუტი UFC-ში 2019 წლის 28 სექტემბერს შედგა. მან კოპენჰაგენში ბრენდონ დევისს აჯობა. 31 ჭიკაძე ყოფილი კიკბოქსიორი და კარატისტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები