Thumbnail

შენგელია უკან NBA-ში? ნეტსის მენეჯერი ბასკონიას თამაშს დაესწრო, მაგრამ...

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონია-ჟალგირისის თამაშს ნეტსის გენერალური მენეჯერი დაესწრო.
  • ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ მას თორნიკე შენგელიას ნახვა სურდა.
  • რა შანსი აქვს თოკოს პლანეტის საუკეთესო ლიგაში დაბრუნების?

netsdaily.com-ის ინფორმაციით, ბრუკლინ ნეტსის გენერალური მენეჯერი შონ მარკსი ევროპაში კალათბურთელების შესათვალიერებლად ჩავიდა. იგი 4 თამაშს დაესწრო, მათ შორის ვიტორიაში ბასკონიასა და ჟალგირისის თამაშს, რომელიც ბასკურმა კლუბმა მოიგო.

შონ მარკსი სკაუტის როლში

ამერიკული წყაროს ცნობით, შესაძლოა, ნეტსის გენერალურმა მენეჯერმა ბასკეთში თორნიკე შენგელიას გამო შეიარა - დღეისათვის ევროლიგაში საუკეთესო მძიმე ფორვარდის ნახვა საქმეში სურდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა ეს თამაში მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. 

26 წლის შენგელიასთვის არც ნეტსი და არც NBA უცხო სიტყვები ნამდვილად არ არის - 2012 წლის სეზონი და შემდეგის ნახევარი მან ბრუკლინში გაატარა. ქართველი 2012-ის დრაფტზე სწორედ ნეტსმა აირჩია.

"ახლა 26 წლის შენგელიას ესპანეთის ლიგაში MVP-ის დონის სეზონი აქვს, ევროპულ კარიერაში საუკეთესო. 206 სმ. სიმაღლის ქართველი საშუალოდ 17,6 ქულასა და 6,2 მოხსნას აკეთებს. მისი სროლის პროცენტი სამქულიანის ნიშნულიდან 35-ია. ადრე მან ამერიკაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები