Thumbnail
  • EJU-მ ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი გამოაცხადა
  • ტურნირი მაისში უნდა ჩატარებულიყო პრაღაში

ძიუდოს ევროპის კავშირის (EJU) გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების თარიღი ცნობილი გახდა...

ტურნირი 1-3 მაისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, გადაიდო (ჯერ ივნისისთვის). ახალი თარიღი ცნობილია - 8-10 ნოემბერი, ევროპის ჩემპიონატს პრაღა უმასპინძლებს. 

ევროპის ჩემპიონატი პარალელურად ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც იქნება. როგორც ოფიციალური წყარო იუწყება, მაისში გაყიდული ბილეთები ნოემბერშიც ვალიდური იქნება. ჩეხეთმა ძიუდოში ევროპის პირველობას ბოლოს 1991 წელს უმასპინძლა. 

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატს მინსკმა უმასპინძლა ევროპული თამაშების ეგიდით. ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. საქართველომ ჯამში 7 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები