Thumbnail

ტრანსფერი შეთანხმებულია - მაურო იკარდის მომავალი პრაქტიკულად გაირკვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მედიის ინფორმაციით, ინტერი და პსჟ მაურო იკარდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
  • პარიზელები 27 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან 

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ მილანის ინტერთან მაურო იკარდის ტრანსფერი შეათანხმა. ამის შესახებ მედია ცნობილ ჟურნალისტზე ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი, რომელმაც 2019/20 წლების სეზონი პარიზულ გუნდში იჯარის წესით გაატარა, უკან მილანში აღარ დაბრუნდება.

როგორც ჩანს, მაუროს ნეიმარისა და მბაპეს გვერდით ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწევს

იუწყებიან, რომ პარი სენ-ჟერმენი მაურო იკარდის სანაცვლოდ ინტერს 50 მილიონ ევროს გადაუხდის. გარიგება ბონუსების სახით 7 მილიონი ევროს დამატებასაც ითვალისწინებს. თავად არგენტინელი პარიზულ კლუბში წელიწადში, ბონუსების გარეშე, 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, შეთანხმებაში ასევე ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმად, ნერაძური კიდევ 15 მილიონ ევროს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი პსჟ მაუროს იტალიაში გაყიდის. ცნობილია, რომ იკარდიზე თვალი დიდი ხანია იუვენტუსს უჭირავს და როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით ინტერი თავს იზღვევს, რათა ფეხბურთელმა მისი კონკურენტი არ გააძლიეროს.

დიდი ალბათობით, პარი სენ-ჟერნემი და მილანის ინტერი ტრანსფერის ბოლო დეტალებს 30 მაისს შეათანხმებენ. 

მაურო იკარდის ინტერის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა შარშან გაუფუჭდა

მაურო იკარდის ნერაძუსთან, რომლის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და ერთ დროს მისი კაპიტანიც იყო, კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. 27 წლის ფეხბურთელმა ინტერი შარშან ზაფხულში, მას შემდეგ დატოვა, რაც გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიანიშნა, რომ მასზე იმედებს არ ამყარებდა. მაურო იჯარით პსჟ-ში გადაბარგდა, რომლის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 20 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები